
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისი ყოველთვის დღესასწაულია.
იმართება მოსწავლეთა საზეიმო მიღება, დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ 15 სექტემბერი მოსწავლეებისთვის იყოს შთაბეჭდილებებით სავსე, პირველკლასელებმა კი ცოდნის ტაძარში თამამად შეაბიჯონ.
ტრადიციულად, სკოლაში დიდი დღესასწაული გაიმართა.
„განსაკუთრებული სიხარული სუფევდა ჩვენს სკოლაში 15 სექტემბერს. ტრადიციულად, საზეიმო განწყობით დავიწყეთ სასწავლო წელი. დღე კი განსაკუთრებულად გაგვილამაზეს ხარაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ მაია გელაძესთან ერთად“,- გვიყვებიან სკოლაში.
საქართველოს ჰიმნის ფონზე ამ დღის მთავარმა გმირებმა - პირველკლასელებმა აღიმართეს სახელმწიფო დროშა. პატარებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსუსრვა,
„გულითადად ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვესალმებით პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს გადადგეს პირველი ნაბიჯი სკოლის დიდი ოჯახისაკენ.
გისურვებთ წარმატებით სავსე წელს, ცოდნის სურვილს, შემოქმედებით აღმაფრენასა და დაუვიწყარ სკოლურ დღეებს! ხარაბის საჯარო სკოლა გილოცავთ! წარმატებული 2025–2026 სასწავლო წელი ყველას!“,- აღნიშნა სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: