„მოსწავლეებს ვუსურვებთ საინტერესო აღმოჩენებს“- წინარეხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
17-09-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეთა განწყობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გამართული აქტივობებიც მეტყველებს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

15 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. 

დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. 

წინარეხის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით კი ჩვენს პირველკლასელებს ვულოცავთ პირველ ნაბიჯებს ცოდნის გზაზე. თითოეულ ჩვენს მოსწავლეს ვუსურვებთ უამრავ საინტერესო აღმოჩენებს, ბევრ სიხარულს, ინტერესით სავსე გაკვეთილებსა და წარმატებებს მთელი სასწავლო წლის მანძილზე! დაე, ყოველი დღე სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს მათთვის!“,- აღნიშნა სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203