
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დღესასწაულად უქციეს. საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
პატარებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით დაიწყეს, მასწავლებლები მათ საინტერესო სასწავლო წელს და საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ვიდეო: