ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებით განახლდა 
17-09-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში მოსწვლეთა სასწავლო შემართებასა და მოტივირებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეთა განწყობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გამართული აქტივობებიც მეტყველებს. ამ დღეს სკოლაში საზეიმო განწყობა იგრძნობოდა, მონატრებული მოსწავლეები და მასწავლებლები ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთს ულოცავდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულით შეაღეს. მათთვის ეს დღე მასწავლებლებმა ზეიმად აქციეს. 

ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ სკოლის წარჩინებული მოსწავლეები. მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.

დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203