ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
17-09-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

15 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა. დირექცია და პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე ზეიმად ექციათ.

სწავლის დაწყების აღსანიშნავად სკოლაში ღონისძება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

პირველკლასელებმა კი სასკოლო ცხოვრება, მასწავლებლების დახმარებით დიდი შემართებით დაიწყეს. პედაგოგები მათ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

 

 

 1-ლი დღე ახალქალაქის N1 სკოლაში დიდი ღონისძიებით დაიწყო, რომელშიც ყველა კლასი მონაწილეობდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203