
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური იყო.
კურსდამთავრებული ნათია ჩაფიძე, პირველკასელი შვილით დაბრუნდა მშობლიურ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო სიხარულითა და სიამაყით სავსე მომენტი: თაობათა უწყვეტობის, ტრადიციების გაგრძელებისა და სკოლის სითბოს განცდა.
მშობლის თვალებში ამაღელვებელი სიხარული იკითხებოდა, პირველკლასელის სახეზე კი - ინტერესით სავსე მოლოდინი.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სკოლა არა მხოლოდ სწავლების, არამედ ცხოვრების მნიშვნელოვანი გზის საწყისი წერტილია, სადაც „გუშინ“ და „ხვალ“ ერთმანეთს ხვდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ მათი კურსდამთავრებულები შვილების განათლებისთვის მშობლიურ სკოლას ირჩევენ.
იხილეთ ფოტოები: