ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მხატვრულ-დოკუმენტური სცენარების კონკურსში
17-09-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნათია თანდილაშვილმა და მარიამ ტერუნაშვილმა ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყეს. 

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაპტების მართვის სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჭკვიანი მომავლის“ მხარდაჭერით ორგანიზებულ მხატვრულ-დოკუმენტური სცენარების კონკურსში - „ადამიანი და ბუნება“ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპატიო ადგილები დაიკავეს - მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა - ნათია თანდილაშვილმა და მარიამ ტერუნაშვილმა.

მათი ხელმძღვანელი პედაგოგი გახლავთ ნინო მუმლაძე. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203