
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი დიდი შემართებით, საზეიმოდ დაიწყეს.
მათ განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს ზღაპრულად მორთული სასკოლო გარემო დაახვედრეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.
ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
„გილოცავთ, ახალ 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ბედნიერ სასწავლო წელს და ჯანმრთელობას“,- კიდევ ერთხელ ულოცავენ სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებას, ბავშვებს კი კვლავ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: