ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს
17-09-2025

15 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში განაახლა. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი სრულად გარემონტებულ, განახლებულ და უკეთესად აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს სავსე წლით დაბრუნებას გისურვებთ სიხარულით, მოტივაციით და წარმატებით.

მოხარულები ვართ სწავლა განვაახლეთ სრულად გარემონტებულ, განახლებულ და უკეთესად აღჭურვილ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში!

თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ხელს შეუწყობს თქვენი შვილების განვითარებას და განათლებას.

ვუსურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს ყველას

პატივისცემით, ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203