
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და მოტივაციით განაახლეს.
სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა, ნინო ხუსკივაძემ სასწავლო წლის ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი ოზონის შრის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა, რომელიც 16 სექტემბერს აღინიშნება.
VIII და X კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე შექმნეს შემოქმედებითი პოსტერი სახელწოდებით - „მზე“, რომელიც მიმართულია ოზონის შრის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ.
პოსტერში გამოსახულია ოზონის შრის დაცვისთვის საჭირო ქმედებები, რომელიც შეგვიძლია ჩვენ ადამიანებმა ვუზრუნველვყოთ.
პოსტერი მეტად საინტერესოა და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პოსტერის შექმნაში და სერიოზულად მოეკიდნენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: