ითხვისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო 
17-09-2025

კიდევ ერთხელ საზეიმოდ დაირეკა სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში. ბავშვების ჟრიამულით კვლავ აივსო სკოლის ეზო და შენობა.

მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები გულთბილად ულოცავდნენ ერთმანეთს სწავლის ახალი ეტაპის დაწყებას.

სწავლის დაწყების აღსანიშნავად, გაიმართა ლამაზი ღონისძიება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და არაერთი საზეიმო ნომერი წარმოადგინეს. 

პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა, წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოებამ და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

სკოლის დირექტორმა - მარიამ გრძელიშვილმა სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, ყველას უსურვა წარმატებები სასწავლო და კლასგარეშე საქმიანობაში. შემდეგ კი წარმატებულ მოსწავლეებს გადასცა სიგელები. 

სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203