2026 წელს ეროვნული გამოცდები ჩატარდება - ცნობილია ჩასაბარებელი საგნები და პროგრამები
16-09-2025
ჩატარდება თუ არა 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები - აღნიშნული კითხვა საზოგადოების უმრავლესობას იქიდან გამომდინარე აწუხებს, რომ სამთავრობო პროგრამაში ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებზეა საუბარი. თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების მიერ  2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამები და ამ  პროგრამებისთვის  ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალ წელს აბიტურიენტები ეროვნულებს ჩააბარებენ. 
 
 
შესაძლებელია  აღნიშნული ჩამონათვალი შეიცვალოს - კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იტოვებენ უფლებას, კონკრეტულ პროგრამებზე მიღება აღარ გამოაცხადონ. 
 
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცვლილება არ შეეხება  პროგრამებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო და სავალდებულო არჩევით  საგნებს,  თუმცა  შეიძლება  შეიცვალოს არჩევითი საგანი ან უმაღლესი დაწესებულების  მიერ დადგენილი კონკურსი (შემოქმედებითი ტური და ა.შ.). 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203