ჭყვიშის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
17-09-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

15 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს ზღაპრულად მორთული სასკოლო გარემო დაახვედრეს. 

პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.

„ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს და მათ შორის პირველკლასელებს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ბედნიერებით, სიკეთით, სიხარულით და ულევი ცოდნით სავსე ყოფილიყოს მათთვის ეს სასწავლო წელი. დაე, ასე გაგრძელდეს მრავალჟამიერ“,- საზეიმოდ აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203