უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა 
17-09-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი დიდი შემართებით, საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს ლამაზად მორთული სასკოლო გარემო დაახვედრეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე ზეიმად ექციათ.

ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის ეზოში გაიმართა ლამაზი ღონისძიება, საინტერესო საზეიმო ნომრებითა და წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოებით.სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვეს. 

პირველკლასელებს გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი დასტურია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც.

იხილეთ ფოტოები:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203