„იარეთ თქვენი ოცნების მიმართულებით!“ - სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი და რუსთავის N23 სკოლის დირექტორის მიმართვა სასკოლო საზოგადოებას
17-09-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

წელსაც, ტრადიციულად, სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა. გაიმართა ღონისძიება. 

დღესასწაულის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - თეთრი პერანგებით, ყვავილებით ხელდამშვენებულები, თვალებგაბრწყინებული, ახალი ემოციებითა და სწავლის წყურვილით. 

მათთვის დღეიდან დაუვიწყარი საგანმანათლებლო თავგადასავალი იწყება, პატარებს ცოდნის სამყაროში დირექტორი მზია კიწმარიშვილი და პედაგოგები დიდი სიხარულით შეუძღვნენ

ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა - მზია კიწმარიშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

„დღეს, 15 სექტემბერია! ახალი 2025-2026 სასწავლო წლის პირველი დღე... ვაჟა-ფშაველას სახელობის 23-ე საჯარო სკოლის კედლებიდან მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს, ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, კურსდამთავრებულებს, მათ ვინც თავდადებული შრომის შედეგები დადეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტების, საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვით... ჩვენს პირველკლასელებს დავულოცავ განათლების მისაღებად გასავლელ გზას, ია-ვარდით ყოფილიყოს მოფენილი მათი გზა-სავალი...მინდა გისურვოთ ყოველი გათენებული დილა, ყოველი ახალი დღე ფერადი და საინტერესო ყოფილიყოს, რადგან გუშინდელი დღე - ისტორიაა, ხვალინდელი - გამოცანა, დღევანდელი კი - ბედის საჩუქარი! იოცნებეთ! იარეთ თქვენი ოცნების მიმართულებით! გჯეროდეთ, რომ ოცნებები სრულდება! თქვენს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ყოველი ძალისხმევა, სამყაროს მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული. შეუპოვრობა იმსახურებს ჯილდოს!“- მიმართა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203