ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა 
16-09-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი დიდი შემართებით, საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს ზღაპრულად მორთული სასკოლო გარემო დაახვედრეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.

პირველკლასელებს გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.

ალერტკარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდებიან, სასკოლო საზოგადოებას კი აკადემიური წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203