
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა დირექტორის, ზვიად გიანაშვილის ხელმძღვანელობით, თითოეული მასწავლებლის აქტიური ჩართულობით, სრული მზაობით შეხვდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
სწავლის პირველი დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს, განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა.
„ლამაზი ღონისძიებით მოვიკითხეთ და მოვეფერეთ ერთმანეთს და ასე ლამაზად და ნაყოფიერად გაგრძელდება მთელი სასწავლო წელი, მრავალფეროვანი იქნება როგორც სასწავლო აქტივობებით, ისე არაფორმალური განათლებით და გასვლითი ღონისძიებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მეტად საინტერესო აკადემიურ წელს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: