ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 3 დღე რჩება. მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა კარგად იცოდნენ ის წესები, რომლებიც გამოცდის პერიოდში უნდა დაიცვან.
გამოცდაზე აკრძალულია ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ტუშის) კალმისა.
ამასთან, აბიტურიენტმა გამოცდებზე აუცილებლად თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა, რაც იქნება საშვი მთელი გამოცდების პერიოდში.
გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:
ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს).
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს