
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და სიხარულით დაიწყეს.
მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე მასწავლებელმა - მარიამ ბრეგვაძემ იზრუნა. გარემო, რომელიც პედაგოგმა დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მოაწყო, შთამბეჭდავი სანახავია.
მასწავლებელმა საგანგებოდ მოამზადა თითოეული დეტალი, წიგნები, დაფა, ნაირფერი ბუშტები და დეკორაციები.
„კლასის მოწყობა მხოლოდ სილამაზე არაა - ეს ბავშვებისთვის ბედნიერებისა და მოტივაციის წყაროა“,- აღნიშნავს პედაგოგი მარიამ ბრეგვაძე და დასძენს, რომ მე-4 კლასი მზადაა ახალი თავგადასავლებისთვის.
პედაგოგის საგულდაგულო მზადება გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს მზრუნველობა და ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე თავს გრძნობს უსაფრთხოდ, მოტივირებულად და დაფასებულად, სწავლა კი სიყვარულითა და ენთუზიაზმით იწყება.
იხილეთ ვიდეო: