
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუებულ მოსწავლეებს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ.
სწავლის პირველი დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სადღესასწაულოდ მიულოცეს, განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს.
დირექციამ და მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყება ბავშვებთან ერთად აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა - ნატო კუხიანიძემ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, კოლეგებო! გილოცავთ 2025-2026 სასწავლო წლის დადგომას. ეს დღე ყოველთვის სავსეა დიდი მღელვარებითა და ემოციებით, რომლებიც დადებითად გვმუხტავს და შემართებას გვმატებს. შემართებას, რომელმაც უნდა დაგვაძლევინოს ყველა დაბრკოლება ,რათა შევძლოთ ცოდნის მწვერვალების დაპყრობა. ერთგულ მეგზურად გვიგულეთ თქვენს გვერდით ცოდნის რთულ, მაგრამ საინტერესო გზებზე მოგზაურობისას. განსაკუთრებულია ეს დღე პირველკლასელებისათვის. მივმართავთ მათ მშობლებს - ჩვენო ძვირფასებო, არასოდეს ინანებთ, რომ თქვენი შვილების ღირსეული მომავლის საფუძვლის ჩაყრა ანდეთ სკოლას, რომელიც 125 წლის ისტორიას ითვლის. გვერწმუნეთ, პატარა ყლორტებს დიდი სიყვარულით ვუპატრონებთ და ჩვენ მიერ საზრდოდ მიცემული სწავლა-განათლება მათ ფესვმაგარ მუხებად აქცევს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სადიდებლად იშრიალებს. გვიყვარხართ და დიდი შემართებით ვიწყებთ...“,- მიმართა სკოლის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები: