
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ.
„მზადება, ფუსფუსი, აჟიოტაჟი ცოტაც არეულობა და ეს ყველაფერი 15 სექტემბრისთვის“, - გვიყვებიან პედაგოგები, რომლებიც მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ და ზღაპრულად მორთული სასკოლო სივრცეში ბავშვები დიდი სიყვარულით მიიღეს.
მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. პედაგოგები ბავშვებს საინტერესო სასწავლო წელს ჰპირდებიან და მათი მონაწილეობით არერთ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები: