
15 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯადოსნური დახვედრა მოუწყვეს.
მათთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. მათ პატარები დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდება.
„ლამბალოს საჯარო სკოლა გილოცავთ, სკოლის დაწყებას! საინტერესო გაკვეთილები, კარგი მასწავლებლები და მხიარული მეგობრები გელოდებიან ჩვენო ძვირფასებო წარმატებები ყველა ნაბიჯზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: