სასწავლო წლის ზღაპრული დასაწყისი ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში
16-09-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

პირველი სასწავლო დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს, განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. პატარებს 15 სექტემბერს ანიმატორებმა უმასპინძლეს, რომელთაც ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. სპეციალურად მათთვის გაიშალა წითელი ხალიჩა, სადაც მოსწავლეებმა სიამაყით გაირეს. 

სკოლის დირექტორმა ირმა გელაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვეს. 

„ეს არის ახალი შესაძლებლობების, მიზნებისა და წარმატებების დასაწყისი. გისურვებთ სავსე ენერგიითა და ინსპირაციით შეაბიჯოთ მომავალში, იპოვოთ თქვენი ძლიერი მხარეები და არ შეგეშინდეთ სირთულეების - ისინი გაძლიერებთ და გზას გიჩვენებენ.

სწავლა იყოს საინტერესო აღმოჩენებით, მეგობრული ურთიერთობებით და დაუვიწყარი მომენტებით სავსე.

გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და უამრავ ბედნიერ დღეს მთელი წლის განმავლობაში!

გილოცავთ და წარმატებული სასწავლო წელი გქონდეთ!“,- დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა გელაძემ მოსწავლეებს და მათ შემეცნებითი თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს დაჰპირდა. 

იხილეთ ვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ვიდეო 4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203