ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე ზეიმად უქციეს
16-09-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეება ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. ბავშვების მოტივაციაზე დირექტორმა - ლალაზარ აროიანმა და პედაგოგებმა იზრუნეს და სწავლის პირველი დღე მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს.

გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ამ დღის მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, პირველკლასელები იყვნენ, რომელთან პედაგოგებმა სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. პატარებთან შესახვედრად მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს. 

სკოლის დირექტორმა ლალაზარ აროიანმა პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყებას, და ისურვა, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული მათგანისთვის. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203