
თბილისის N219 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
პირველი სასწავლო დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს. გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა და პედაგოგებმა.
მოსწავლეები კი დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
დღესასწაულის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც სკოლაში მისვლის მღელვარება პედაგოგებმა სიხარულად უქციეს და ცოდნის სამყაროში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ.
სკოლის დირექცია სასწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ასე ლამაზად დაიწყო 2025-2026 სასწავლო წელი! ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს! ხალისით, მონდომებით და წარმატებით მოიპოვეთ ცოდნის ფრთები, რათა დაიპყარით მეცნიერებათა მწვერვალები!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: