
თბილისის N141 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სწავლის პირველი დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს, განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობაზე და სკოლაში მისვლის მღელვარება პატარებს სიხარულად უქციეს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის ეზოში კი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა - შემოქმედებითი ნომრებით, ბევრი სიურპრიზითა და პერფორმანსებით.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სასწავლო წელი შემართებითა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: