ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
16-09-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით, საზეიმოდ განახლდა.

ბავშვებისთვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად მოირთო, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი იყო  პირველკლასელისთვის, რომელმაც პირველად შეაბიჯეს „ცოდნის ტაძარში“. 

ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თითოეულ მოსწავლეს სკოლის დირექტორმა - მაკარ ისაკიძემ და პედაგოგებმა და წარმატება უსურვეს. 

მოსწავლეებმაც სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლის დირექცია საწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას,გისურვებთ ნაყოფიერ, წარმატებულ და აღმოჩენებით სავსე წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203