დღესასწაულად ქცეული 15 სექტემბერი დაბლაციხის საჯარო სკოლაში
16-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეებმთან შესახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ - სასკოლო სივრცე გაალამაზეს და მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნეს. 

დღესასწაულის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ, სკოლის დირექტორმა ერეკლე ჯიქია მათ კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა და პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა. 

პედაგოგთა გულთბილი დახვერდით გახალისებულმა მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. მათ საკლასო ოთახის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. 

სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნებითი თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203