ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა სასწავლო პროცესი სახალისო აქტივობით განაახლეს
16-09-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. 

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და მონატრებული მოსწავლეები უდიდესი სიყვარულით მიიღეს. 

ტრადიციულად, საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართვა გაუხალისა პედაგოგმა მაია რიჟამაძემ. მისი წყალობით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა წელსაც გასაკუთრებული აქტივობით დაიწყეს 2025-2026 სასწავლო წელი. 

მაია რიჟამაძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება და ცოდნის ტაძარში ბედნიერი დაბრუნება მიულოცა, შემდეგ კი მეტად სახალისო და იმავდროულად შემეცნებითი აქტივობა მოაწყო - დაფაზე გამოაკრა კითხვები და მოაწყო გათამაშება. ვისაც რა ციფრი შეხვდებოდა, იმ რიცხვით მოძებნილი შესაბამის კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი.

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მოზარდებმა კითხვებს ხალისით უპასუხეს. 

აღსანიშნავია, რომ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებლად ზრუნავენ და სასწავლო პროცესს არაერთი სახალისო აქტივობით უმრავალფეროვნებენ. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203