„სკოლებმა რეესტრი წლიური გამოცდების დასრულებიდან 14 დღეში უნდა წარადგინონ“ - მინისტრის ბრძანება
21-09-2025

მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებში ცვლილება შევიდა.

განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რომ კერძო და საჯარო სკოლები ვალდებული არიან აწარმოონ სახელმძღვანელოების ელექტრონული რეესტრი, რომელიც სწავლის დასრულებისთანავე, ხოლო სასკოლო გამოცდების დანიშვნის შემთხვევაში, გამოცდების დასრულებიდან 14 დღეში უნდა წარუდგინონ სამინისტროს:

„სახელმძღვანელოების ელექტრონული რეესტრი არაუგვიანეს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით შესაბამისი კლასისათვის გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დასრულების თარიღიდან, ხოლო კერძო და საჯარო სკოლის მიერ წლიური გამოცდების დანიშვნის შემთხვევაში, წლიური გამოცდების დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინონ  სამინისტროს, რაც აძლევს მათ უფლებას შემდგომ სასწავლო წელს მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად მიიღონ სახელმძღვანელოები“, - ნათქვამია ბრძანებაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203