ნაგომარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
15-09-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და შემართებით შეაღეს. მათ მოტივაციაზე კი პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს საზეიმოდ მორთული გარემო დაახვედრეს.

ყვავილებით ხელდამშვენებულმა პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები თამამად გადადგეს, დღეიდან მათ მეგზურობას პროფესიონალი პედაგოგები გაუწევენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ.

აღსანიშნავია, რომ აკადემიური წლის დაწყებას ნაგომარის საჯარო სკოლა ყოველთვის სრული მზადყოფნით ხვდება, დირექცია და პედაგოგები კი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დღესასწაულად აქციონ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203