თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს
15-09-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულად უქციეს. 

სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. მასწავლებლები ბავშვების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს ზღაპრული განწყობა შეუქმნეს.

სიმბოლურად საზეიმოდ დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები. ამ დღის მთავარ გმირებს - პირველკლასელებს კი ანიმატორებმა მიულოცეს სასკოლო ცხოვრების დაწყება და პატარები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. 

სათხუთმეტსექტემბრო დღესასწაულზე სკოლაში თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესა და საქართველოს პარლამენტის წევრ რიმა ბერაძეს უმასპინძლეს. მათ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203