სასკოლო სახელმძღვანელოების გამოყენების წესი მოსწავლეებისთვის და ვალდებულება, რომელიც სკოლებმა უნდა შეასრულონ
15-09-2025

ახალი სასწავლო წელი დაიწყო და მოსწავლეების უმეტესობას სახელმძღვანელოებიც დაურიგდა. შესაბამისად გთავაზობთ ინფორმაციას სახელმძღვანელოების გამოყენების ზოგადი წესი და მხარეთა ვალდებულებების შესახებ. 

სკოლა ვალდებულია მოსწავლეს გამოსაყენებლად გადასცენ არანაკლებ 6 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. ამასთან ვალდებულებები გაწერილია მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. სახელმძღვანელოების გადაცემაზე დადონ
ხელშეკრულება მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.

მოსწავლე ვალდებულია:

ა) სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის;
ბ) არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს;
გ) უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა;
დ) გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს წიგნის შინაარსი ან სტრუქტურა.

მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა;
ბ) არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის;
გ) სახელმძღვანელოს მიღების დროს გადაათვალიეროს ისინი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საჯარო ან კერძო სკოლას;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, ასევე მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში
სკოლას დაუბრუნოს სახელმძღვანელოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203