ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
16-09-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

გაიმართა მოსწავლეთა მიღება, სადაც დირექტორმა და პედაგოგებმა ბავშვებს მიმართეს და სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს. 

სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა საქართველოს დროშა. ტრადიციულად სასწავლო წლის პირველი ზარი დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დარეკეს და აკადემიური პროცესის განახლება მთელ სასკოლო საზოგადოებას ამცნეს. 

მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ პედაგოგები. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
ერთ-ერთია თეონა მორჩილაძე - რომელიც მოსწავლეთა ფოტოებს გვიზიარებს და მათ ნაყოფიერ აკადემიურ წელს უსურვებს. 

„წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო ჩემო ბავშვებო, წარმატებული სასწავლო წელი ძვირფასებო“,- წეს სოციალურ ქსელში VI² კლასის დამრიგებელი. 

მოსწავლეთა მერხებთან დაბრუნებით ხარობს პედაგოგი მაია თოთიბაძე. „მე-8/1, უკვე დიდები, მიყვარხართ“, - წერს მასწავლებელი. 

მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს მასწავლებელი ნატალია თავართქილაძე - „ერთმანეთს მონატრებული პატარები და ფერადი გულები...წარმატებები ჩემო ბავშვებო“ - აღნიშნავს ის. 

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203