ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
16-09-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო დღე ნამდვილ დღესაწაულად იქცა. 

ზღაპრულად მორთულ შენობაში მონატრებული მოსწავლეები დიდი სიყვარულით მიიღეს. მათთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. 

ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა, მოსწავლეებს აკადემიური წლის დაწყება მიულიცეს დირექტორმა და პედაგოგებმა. 

„და ეს დღეც დადგა, ჩვენ ვიწყებთ! გილოცავთ, წარმატებული წელი იყოს ჩვენი სკოლისა და ჩვენი ქვეყნისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ მორიგ სასწავლო წელს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203