ორღულის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი პოზიტიური სიახლეებით დაიწყო
16-09-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. 

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და მონატრებული მოსწავლეები უდიდესი სიყვარულით მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ორღულის საჯარო სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, უსაფრთხო და მოწესრიგებული სასწავლო გარემო. 

ორღულის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელს ბევრი ბევრი პოზიტიური ცვლილება ახლავს, რომლებსაც სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას დიდი სხარულით უზიარებს. 

„ორღულის საჯარო სკოლის თანამშრომლები მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

უამრავი პოზიტიური ცვლილებების სასიამოვნო ემოციით ვხვდებით ამ სასწავლო წელს:

* დაგვემატა მეათე კლასი;

* ამ სასწავლო წლიდან სკოლას ეყოლება სასწავლო ნაწილი და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი;

* განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურმა გადმოგვცა 27 პორტაბელური კომპიუტერი.

ამ სიკეთეებისთვის უღრმესი მადლობა საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და განათლების სამინისტროს.

ჩვენი სკოლის პროფესიონალი გუნდი იმედებს გაამართლებს და მშობელთა აქტიური ჩართულობით შევძლებთ სკოლის ავტორიზაციის წარმატებით გავლას.

ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ელოდება მოწესრიგებული აუდიტორიები და უსაფრთხო სასწავლო გარემო. გისურვებთ წარმატებებს!“,- ვკითხულობთ 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სკოლის გაანცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203