თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, საზეიმოდ დაიწყეს
15-09-2025

დღეს, 15 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლა.

მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი  სრულად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს. სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას სტუმრობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე, რომელმაც თბილისის N53 სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 14 279 130 ლარზე მეტი გამოიყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203