შაუმიანის N1 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი განახლებულ გარემოში დაიწყეს 
16-09-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა.

2025-2026 სასწავლო წლისთვის სკოლაში განახლდა გარემო -  განხორციელდა პირველი სართულის რეაბილიტაცია, სადაც დაწყებითი საფეხურის კლასებია განლაგებული.

მოსწავლეებთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ ემზადებოდნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს და ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს

პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები სასკოლო მერხებზე დახვდათ.

სკოლაში მადლობას უხდიან დირექტორს სასკოლო სივრცის განახლებისთვის. 

„დიდი მადლობა ადმინისტრაციას, სკოლის დირექტორ ჟულეტა საგატელიანს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203