თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
15-09-2025

თბილისის N200 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას, ტრადიციულად, სრული მზადყოფნით შეხვდა. 

დირექციამ და პედაგოგებმა, მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნეს და ბავშვებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

მასწავლებლებმა მონატრებული მოსწავლეები დიდი სიყვარულით მიიღეს და კვლავ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ. 

„წინ დიდი თავგადასავლებია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი სასწავლო მიღწევებისკენ ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203