სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ​იაღუფლოს საჯარო სკოლაში
16-09-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

ლამაზად მორთულ შენობაში მონატრებული მოსწავლეები უდიდესი სიყვარულით მიიღეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველკლასელთა დახვედრა. მათთვის დაუვიწყარი დღის მოწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს. 

გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა. მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვეს დირექტორმა და პედაგოგებმა. 

აღსანიშნავია, რომ იაღუფლოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციაზე, სწორედ ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203