სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ფერმის საჯარო სკოლაში
15-09-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ 15 სექტემბერი მოსწავლეებისთვის დღესასწაულად ექციათ. 

პირველკლასელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და პატარებს ლამაზად მორთულ-მოკაზმული გარემო დაახვედრეს. 

კლასელებს მონატრებული მოსწავლეები ერთმანეთს სიყვარულით შეეგებნენ, ზაფხულის არდადეგებისას დადუმებული სკოლა მოსწავლეების სასიამოვნო ჟივილ-ხივილით ახმაურდა. 

მოეწყო ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. სასწავლო წლის დაწყება ბავშვებს მიულოცეს დიდი სიყვარულით მიულოცეს დირექტორმა და მასწავლებლებმა.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ მეგზურობას პროფესიონალი პედაგოგები უწევენ, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203