ბოლნისის N3 სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო 
16-09-2025

ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ - საზეიმოდ მოირთო სკოლა და საკლასო ოთახები, სკოლის ეზოში კი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს მიმართეს და სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს. მოსწავლეებმა კი სკოლის ეზო ჟრიამულით აავსეს, არაერთი საინტერესო ნომრით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე და სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალეს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციაზე, სწორედ ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს სასწავლო პროცესის განახლებას და ყველას წარმატებულ აკადემიურ წელს უსურვებს. 

„სწავლა არის საგანძური, რომელიც ყველგან თან მიგყვება“ - კონფუცი.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო,

დღეს ახალი გზა იწყება - გზა სავსე ცოდნით, გამოწვევებითა და წარმატებებით.

დავიწყოთ წელი ერთად - სითბოთი, შემართებითა და დიდი იმედებით!

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203