კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს 
16-09-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველ სასწავლო დღეს ჯადოსნური დახვედრა მოუწყვეს. 

მათთან შესახვედრად მასწავლებლები საგანგებოდ ემზადებოდნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს. 

„წარმატებული წელი ჩემო პატარებო“,- გულითადად მიმართავს მოსწავლეებს დამრიგებელი მაიკო ძირკვაძე და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

„მე და ჩემი ციცინათელები, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“,- წერს პედაგოგი და დამრიგებელი ლანა ცირამუა და 15 სექტემბრის ფოტოებს გვიზიარებს. 

„ჩემი ძვირფასი ბავშვები - Vა კლასი, წარმატებული სასწავლო წელი“,- წერს დამრიგებელი ელზა სიჭინავა და მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოვეთვის განსაკუთრებულად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203