
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობითა და დიდი ჟრიამულით დაიწყო.
სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა გულისფანცქალით ხვდება. პირველკლასელების აღზაცებული მზერა, ჟრიამული, კისკისი, ბავშვების სიყვარულით ანთებული თვალები, მასწავლებლების მზრუნველობა, რჩევა-დარიგება, კეთილგანწყობა. ლექსების გამეორება, სიმღერებისა ცეკვების რეპეტიცია, ფაციფუცი, მხიარული და თბილი გარემო, საქართველოს ჰიმნი და დროშის აღმართვა - ასე დაიწყო ბავრის საჯარო სკოლაში დილა და ლამაზ ღონისძიებაში გადაიზარდა.
სკოლის დირექტორმა ჯული ველელი- შირინიანმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სიახლეები გააცნო.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს ქართული ცეკვები, მხატვრულად წაიკითხეს ქართველ და სომეხ პოეტთა ლექსები და დამსრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები გაუზიარეს.
ღონისძიებას ესწრებოდა სოფლის საზოგადოება, მშობლები. სტუმრები ტაშის კვრით ეგებებოდნენ ბავშვების ყოველ ახალ გამოსვლას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასიამოვნო თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა პირველმა სასწავლო დღემ, მოსწავლეებს კი კვლავ არაერთ დაუვიწყარ ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: