
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში“ ცვლილებები შევიდა. მე-14 მუხლს, რომელიც უფლებამოსილებათა გამიჯვნას არეგულირებს, რამდენიმე პუნქტი დაემატა, მათ შორის:
სამინისტრო განახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;
ყოველწლიურად დაამტკიცოს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები;
გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი.
დარედაქტირდა შემდეგი პუნქტები:
სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენებისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის განმავლობაში, შესაბამისი კლასის სახელმძღვანელოსთან ერთად ან მის ნაცვლად, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები კლასების თანმიმდევრობის დაცვით. სკოლა, შესაბამისი/განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მართვის სისტემის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილ ვადაში.
სკოლა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან, სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში, თუ მათზე გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები ერთმანეთს არ ემთხვევა, სკოლა შეარჩევს ამ საგნისა და კლასის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს სახეს/სახეებს, რომლის შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დანარჩენი სახე/სახეები ავტომატურად შერჩეულად ჩაითვლება ამ სახელმძღვანელოს მიმართ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ხოლო, თუ შერჩეული სახელმძღვანელოს სახის/სახეების შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დარჩენილ სახეს/სახეებს უარი ეთქვა გრიფის მინიჭებაზე, სკოლა შერჩევას ახორციელებს ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სახეს/სახეებს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგივე პრინციპი გამოიყენება სერიაში შემავალი კლასების სახელმძღვანელოების სახეებზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს.
პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
განახლებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია მის ალტერნატიულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებთან/სერიებთან ერთად, შესაძლებელია სკოლებს შეეთავაზოთ განმეორებით შესარჩევად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს