
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს დიდი დღესასწაული მოუწყვეს. სპეციალურად მათთვის წითელი ხალიჩა გაიშალა. პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები თამამად გადადგეს. სასკოლო ცხოვრების დაწყება ბავშვებს მიულოცეს საყვარელმა ზღაპრის გმირებმაც და ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს.
პირველკლასელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
პატარებს კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
სკოლაში მთელი დღე სადღესასწაულო განწყობა ტრიალებდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ყოველდღიური სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი - ყოველთვის დიდი ზეიმი.
იხილეთ ვიდეო