„ალექსანდრე ბიჩკაევმა ​ასახელა როგორც სამშობლო, ასევე ჩვენი საუკეთესო სკოლა“ - თბილისის N94  სკოლის მოსწავლის საერთაშორისო სპორტული წარმატება
15-09-2025

ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

სკოლის მოსწავლემ, ახალგაზრდა ძიუდოისტმა -  ალექსანდრე ბიჩკაევმა ჩეხეთში, ქალაქ ზლინში გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ალექსანდრემ ასახელა როგორც სამშობლო, ასევე ჩვენი საუკეთესო სკოლა“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203