გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება ზეიმად იქცა
15-09-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას ტრადიციულად სრული მზადყოფნით ხვდება. 

2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა. ეს დღე დატვირთული იყო ემოციებით, ერთმანეთის მონატრებითა და ახალი თაობის მიღების სიხარულით. 

თავდაპირველად, მოსწავლეებს მიესალმა სკოლის დირექტორი ნარგიზ სამხარაძე და წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ხელმძღვანელმა სასკოლო საზოგადოებას გააცნო სკოლაში მიმდინარე სიახლეები, მიესალმა პირველკლასელებს და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

შემდეგ, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს მხატვრული შემოქმედება. 

აღსანიშნავია, რომ  გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე წლიდან-წლამდე გამორჩეულად ზრუნავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203