
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლაში ღონისძიება მოეწყო, რომელსაც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
სასკოლო გარემო ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომელთაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
აღსანიშნავია, რომ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი კი ამის ნათელი დადასტურებაა.
იხილეთ ფოტოები: