ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ინსტრუქცია
16-09-2025

როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ელექტრონულ ჟურნალში, ვის უნდა მიმართოს მან თუ ტელეფონის ნომერი ბაზაში არასწორად იქნება მითითებული - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვიდეოინსტრუქციას აქვეყნებს. 

პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ საიტზე - https://onlineschool.emis.ge

„მშობელმა რეგისტრაციისთვის უნდა აირჩიოს ღილაკი რეგისტრაცია. ჩაწეროს პირადი ნომერი, რის შემდეგადაც ეკრანზე გამოუჩნდება მობილურის ნომერი, სადაც მიუვა დასტურის კოდი. დასტურის კოდის ჩაწერის შემდეგ ახალ ორ ფანჯარაში ვწერთ ახალ პაროლს“, - წერს „ემისი“.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203